დიდიე დროგბა: "ტემი აბრაჰამის სტილში ჩემი გავლენა იგრძნობა"

22-09-2019, 11:35

ლონდონის "ჩელსის" ლეგენდარული კოტ-დ'ვუარელი თავდამსხმელი, დიდიე დროგბა, გუნდის ახალგაზრდა ინგლისელ შემტევზე, ტემი აბრაჰამზე საუბრობს:

"ტემი ვარჯიშებზე არაერთხელ მინახავს, ის 12 წლის ასაკიდან უკვე აკადემიაში გამოდიოდა. როგორც მახსოვს, ასე ადრეულადაც კი არაჩვეულებრივად ასპარეზობდა და მეტოქისთვის გოლის გატანა, არც მაშინ უჭირდა."

"ვფიქრობ არაერთ სესიაზე დასწრების შემდეგ, აბრაჰამმა მის სტილში, ჩემი მოძრაობებიც შეიტანა, რაც თანდათანობით, უფრო და უფრო ცხადად იკვეთება."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა 21 წლის ფეხბურთელმა, პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 5 შეხვედრაში, უკვე მოახერხა 7 გოლის გატანა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით