არნოლდი: "მხოლოდ მესია ფირმინოზე კრეატიული"

22-09-2019, 14:08

მერსესაიდული "ლივერპულის" ინგლისელი მარჯვენა მცველი, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, ბრაზილიელ თანაგუნდელსა და თავდამსხმელზე, რობერტო ფირმინოზე საუბრობს:

"რობერტო ჩვენს გუნდს ჰმატებს იმას, რისი შესრულებაც მსოფლიოში მხოლოდ 1 ადამიანს შეუძლია და ეს უნიკალური ფეხბურთელი, კატალონიის "ბარსელონას" ლიდერი, ლიონელ მესია."

"პირადად მე, ფირმინოზე კრეატიულ მოთამაშედ, ამჟამად მხოლოდ არგენტინელი ვარსკვლავი მიმაჩნია."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა შემტევმა მიმდინარე სეზონის პრემიერ ლიგაში, უკვე მოახერხა 2 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის გაკეთება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით