ჯამპაოლო: "დერბიში მარცხის შემდეგ ყველაფერს თავიდან დავიწყებთ"

22-09-2019, 15:38

დერბიში "ინტერთან" მარცხის შემდეგ, "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მარკო ჯამპაოლომ "Sky Sport's"-თან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც გასული შეხვედრა მიმოიხილა.

"ხვალიდან ყველაფერს თავიდან დავიწყებთ. დღეს დეტალებს ვერ დავუკვირდით და ვარჯიშებზე ყველაფერს გავაუმჯობესებთ. ლეაო დაცვაში ძალიან უდისციპლინოა და გუნდის ჯაჭვს წყვეტს, მაგრამ შეტევით ფაზაში საკმაოდ კარგია. იგივე შეიძლება ითქვას სუსოზეც."

"მეოთხე ადგილი? ვერაფერს გეტყვით, ჩემპიონატის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. ამ ტიპის შეხვედრაში ბილია უფრო პროდუქტიული იქნებოდა ვიდრე ბენასერი. ამ გადაწყვეტილების მისაღებად დიდი ხანი ვფიქრობდი."

"არგენტინელმა ნახევარმცველმა დღეს ძალიან კარგად ითამაშა და მარცხში მისი დადანაშაულება უსამართლობა იქნება. ბენასერი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ ამჯერად ლუკასის დრო იყო." - განაცხადა ჯამპაოლომ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით