კონტე: "ჩემმა ფეხბურთელებმა დავალებები ჯარისკაცებივით შეასრულეს"

22-09-2019, 11:57

დერბიში "მილანის" დამარცხების შემდეგ, "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ "DAZN"-თან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც გასული შეხვედრა მიმოიხილა.

"დერბი ყოველთვის განსაკუთრებულია და გამარჯვება მარტივი არასოდესაა. ჩემი აზრით, ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობამ უფრო მეტად კონცენტრირების საშუალება მოგვცა. დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ და ბედნიერი ვარ, რომ გულშემატკივრები გავახარეთ."

"ჩვენს გუნდში ჯანსაღი კონკურენციაა და ბიჭები ერთმანეთთან დაპირისპირებით უფრო ძლიერები ხდებიან. რა საკვირველია არ ვგულისხმობ ხელჩართულ ბრძოლას, ისინი თამაშით ამტკიცებენ თავიანთ შესაძლებლობებს."

"დღეს ძალიან კარგი პრესინგი შევთავაზეთ მეტოქეს. ჩემმა ფეხბურთელებმა დავალებები ჯარისკაცებივით ზედმიწევნით შეასრულეს. ეს ჩემი პირველი "მადონინა" იყო და საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა." - განაცხადა კონტემ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით