ნოიერს "ბაიერნში" დარჩენა სურს

22-09-2019, 20:03

გავრცელებული ინფორმაციით, მიუხენის "ბაიერნის" მეკარემ მანუელ ნოიერიმ გუნდიდან წასვლა გადაიფიქრა.

კიპერს მიუნხენურ გუნდში დარჩენას მინიმუმ 2023 წლამდე აპირებს.

გერმანელს "რეკორდმაისტერთან" ამჟამინდელი კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. მიმდინარე ხელშეკრულება ნოიერს გუნდთან 2021 წლამდე აკავშირებს.

შეგახსენებთ, 33 წლის მეკარე მიუნხენურ გრანდში 2011 წლიდან თამაშობს.

ნოიერს "ბაიერნის" მაისურით 345 მატჩი აქვს გამართული. მანუელმა გუნდთან ერთად ბუნდესლიგა 7-ჯერ მოიგო. გარდა ამისა, ის ჩემპიონთა ლიგის, გერმანიის თასის, გერმანიის სუპერთასის, ევროპის სუპერთასისა და ფიფას საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდში პირველი ადგილით გავიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით