ჩიჩარიტო: "რამოსი საუკეთესოა"

22-09-2019, 20:29

ხავიერ ერნანდესმა "რეალთან" გასამართი მატჩის წინ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ  სერხიო რამოსი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველია.

"სერხიო რამოსი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. თავდამსხმელებს მის წინააღმდეგ თამაში უჭირთ. ის გუნდისა და ეროვნული ნაკრების ეტალონია. რამოსი უმაღლეს დონეზე უკვე წლებია თამაშობს".

"მაქვს თუ არა ურთიერთობა "რეალის" ფეხბურთელებთან? დიახ, რამდენიმე მოთამაშესთან. ასევე, ლუკას ვასკესთან, თუმცა ის გუნდში მოგვიანებით გადავიდა. ვასკესი შესანიშნავი ადამიანი და მოთამაშეა", - განაცხადა ჩიჩარიტომ.

შეგახსენებთ, ერნანდესი "რეალში" 2014-2015 წლებში თამაშობდა. მექსიკელმა "სამეფო გუნდის" მაისურით ჩატარებულ 33 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით