სუარესმა "ბარსელონას" პრობლემებზე ისაუბრა

22-09-2019, 21:56

კატალონიის "ბარსელონას" ლა ლიგის საწყისი 5 ტურის შემდგომ მხოლოდ 7 ქულა აქვს, რის გამოც კლუბს აქტიურად აკრიტიკებენ.

გუნდში არსებულ პრობელემებზე ურუგვაელმა თავდამსხმელმა, ლუს სუარესმა ისაუბრა.

"მარცხი სამწუხაროა, თუმცა, კიდევ უფრო ცუდია, როდესაც გუნდი ასე თამაშობს. ბევრი ასპექტი გვაქვს გამოსასწორებელი."

"ბურთს უმეტესად ჩვენ ვფლობთ, მაგრამ, შეტევების განხორციელებას ვერ ვახერხებთ. ასეთი მცირე მომენტების შექმნით კი თამაშების მოგება რთულია." - აცხადებს სუარესი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით