რა დაწერა თურქმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა სოციალურ ქსელში გენო პეტრიაშვილთან მარცხის შემდეგ

22-09-2019, 17:47

გუშინ, 21 სექტემბერს, ნურ-სულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატში საქართვლოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი გენო პეტრიაშვილი, კარიერაში მესამედ, მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

ფინალურ შეხვედრაში ქართველი თურქ ტაჰა აკგულის შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, თურქმა სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა:

"მორიგი გამოცდა არცთუ წარმატებულად ჩავაბარე... ამჯერად მეორე ადგილს უნდა დავჯერდე. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მარცხი მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაში დამეხმარება".
"ვიმედოვნებ, ტოკიოში ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ მოხდება და შინ ოქროს მედლით დავბრუნდები".

"ღმერთი გფარავდეთ ყველას ვინც ჩემთვის ლოცულობდით, მადლომა", - წერს თურქი ინსტაგრამზე.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით