ტუხელის დამატება ევროპულ გრანდებს სურთ

23-09-2019, 01:05

უახლოეს მომავალში "პსჟს" მთავარი მწვრთნელი, თომას ტუხელი, შესაძლოა, ახალ კლუბში ვიხილოთ.

ფრანგული გამოცემა L’Equipe-ს ინფორმაციით, გერმანელი სპეციალისტის დამატება ერთბაშად ორ ევროპულ გრანდს სურს.

პირველ რიგში გამოსარჩევია მანჩესტერ "იუნაიტედი". ინგლისური გრანდი სოლსკიაერის ხელში არცთუ შთამბეჭდავ შედეგებს აჩვენებს და სავარაუდოა, რომ მას სულ მალე გაუშვებენ. "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობა კი ნორვეგიელი სპეციალისტის ადგილზე სწორედ ტუხელს განიხილავს.

გარდა ამისა, მისი დამატება მიუნხენის "ბაიერნსაც" სურთ. ნიკო კოვაჩის დღეები "რეკორდმაისტერში" შეიძლება ითქვას, რომ დათვლილია და მას ბოლო შანსები ეძლევა. კვლავ წარუმატებლობის შემთხვევაში კი გუნდი ტუხელის გადმობირებაზე ამუშავდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდში პირველი ადგილით გავიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით