"იუვენტუსმა" პაულო დიბალას გასხვისება გადაწყვიტა !

23-09-2019, 01:30

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ტურინის "იუვენტუსმა", საბოლოოდ გადაწყვიტა არგენტინელი თავდამსხმელის, პაულო დიბალას გასხვისება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არც მოთამაშეა კმაყოფილი მიღებული სათამაშო დროით და არც მაურისიო სარი გეგმავს დიბალასა და კრიშტიანუ რონალდუს მოედანზე ერთდროულად გამოყვანას.

ცნობების მიხედვით, "იუვენტუსი" 25 წლის შემტევს, 75 მილიონ ევროდ აფასებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელის შეძენით ამჟამად ყველაზე მეტად, ლონდონის "ტოტენჰემია" დაინტერესებული. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით