"პარი სენ-ჟერმენი" მაურო იკარდის შეძენას ვერ მოახერხებს !

22-09-2019, 23:42

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენი", მილანის "ინტერიდან" არგენტინელი თავდამსხმელის, მაურო იკარდის შეძენას ვერ მოახერხებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 26 წლის ფეხბურთელის ამჟამინდელ კონტრაქტში, 65 მილიონ ევროდ, სრულად გამოსყიდვის პუნქტი შედის, რისი გადახდის უფლებაც, "პსჟ-ს" ჯერ-ჯერობით არ აქვს.

ცნობების მიხედვით, თუ ლიგა 1-ის ჩემპიონები მომავალი წლის განმავლობაში, მოთამაშეების გასხვისებით საჭირო თანხას ვერ მიიღებენ, მაშინ იკარდის იტალიაში დაბრუნება მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელი ფრანგული გრანდის რიგებში, 1 წლიანი იჯარით იმყოფება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდში პირველი ადგილით გავიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით