კლოპი: "სიტის" მსგავსი მატჩი ჩასატარებლად ბევრი უნდა ვიშრომოთ"

23-09-2019, 13:42

პრემიერ ლიგის მე-6 ტურში "ლივერპული" "ჩელსის" დაუპირისპირდა და ლონდონური კლუბი, ანგარიშით 1:2 დაამარცა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მერსესაიდული კლუბის თავკაცმა იურგენ კლოპიმ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"ნამდვილად კარგი შეხვედრა გამოვიდა და სხვანაირად არცაა მოსალოდნელი, რომა მოედანზე ორი კარგი გუნდი გამოდის".

"სტანდარტული მომენტებით ვისარგებლეთ და მეტოქის კარი რჯერ ავიღეთ, მაგრამ მეორე ტაიმშიც იყო კარგი მოემნტები, რომელც ვერ გამოვიყენეთ. სამწუხაროდ, გოლის გატანა ლონდონელებმა შეძლეს".

"რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო, რომ "ჩელსი" ზეწოლას ეცდებოდა და ამისთვის მზად ვიყავით, მეკარემ რამდენიმე საუკეთესო სეივი გააკეთა".

კლოპმა "მანჩესტერ სიტისა" და "უოტფორდის" დაპირისპირებაზეც გააკეთა კომენტარი.

"ქვეყანაზე არაფერი ხდება ისე მარტივად, როგორც "სიტის" დაემართა. ჩვენ ასეთი მატჩი ჯერ არ გვქონია და ამისთვის, ალბათ მხოლოდ მუშაობაც არ კმარა",- განაცხადა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, "მანჩესტერ სიტიმ მეტოქეს 8:0 სძლია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდში პირველი ადგილით გავიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით