ბერნარდო სილვას რასიზმში სდებენ ბრალს

23-09-2019, 20:37

მანჩესტერ "სიტის" პორტუგალიელი ნახევარმცველი, ბერნარდო სილვას რასიზმში ედება ბრალი.

"ვოტფორდთან" გამარჯვების შემდგომ 25 წლის ფეხბურთელმა საკუთარ თვითერზე თანაგუნდელ ფერლან მენდის პოსტი მიუძღვნა და სურათად ესპანური შოკოლადის, conguitos-ის ფოტო დაურთო.

სილვას მალევე დაატყდა კრიტიკის ქარცეცხლი. რის გამოც მან პოსტი წაშალა და ახალი სტატუსი გამოაქვეყნა შემდეგი სიტყვებით: "დღევანდელ დროში ახლო მეგობარსაც ვერ გაეხუმრები. საშინელებაა."

როგორც ცნობილია, ინგლისის ფეხბურთის ფედერაციამ რასიზმის საფუძველზე უკვე აღძრა საქმე სილვას წინააღმდეგ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქეცბაია კიდევ ორ ქართველს იწვევს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით