მანჯუკიჩმა პრემიერლიგა არჩია

23-09-2019, 23:03

ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა მარიო მანჯუკიჩმა მაურიციო სარის თავკაცობის პირობებში გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და კლუბის გამოცვლა სურს.

TuttoSport-ი იუწყება, რომ 32 წლის ფეხბურთელი იანვრის სატრანსფერო პერიოდში ინგლისის პრემიერლიგის ერთ-ერთ გუნდში გადაბარგებას შეეცდება.

მანჯუკიჩით ყატარული კლუბებიც იყვნენ დაინტერესებულნი, თუმცა ხორვატ ფეხბურთელს ამ ქვეყანაში გადასვლის სურვილი არ აქვს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით