იკარდი: "ინტერს" არაფერი მოუგია"

24-09-2019, 00:06

ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ახალწვეულმა მაურო იკარდიმ მედიის წარმომადგენლებთან ყოფილ და ახლანდელ გუნდზე ისაუბრა.

"აქ სათამაშოდ მოვედი და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გუნდმა გამომისყიდოს. ვნახოთ, რა მოხდება მომავალ ზაფხულში. გოლების გასატანად ყოველთვის მზად ვარ".

"დროა მეც მოვიგო. "ინტერში" 7 წლის განმავლობაში ვთამაშობდი. ჩემი ოცნება ჩემპიონთა ლიგაზე თამაში იყო, რაც ავიხდინე კიდეც, თუმცა არაფერი მოგვიგია. მართალია, რომ ისეთ კლუბში თამაში მსურდა, რომელსაც გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს, "პსჟ" კი სწორედ ასეთია",- განაცხადა თავდამსხმელმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით