ბერნარდო სილვას დისკვალიფიკაცია ემუქრება ?!

24-09-2019, 01:30

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ სიტის" პორტუგალიელ ნახევარმცველს, ბერნარდო სილვას, დისკვალიფიკაცია ემუქრება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 25 წლის ფეხბურთელმა, "Twitter-ზე" გამოქვეყნებულ პოსტში, ბენჟამინ მენდის ბავშვობის ფოტო, ცნობილ შავკანიან მულტფილმის გმირს შეადარა, რის გამოც მას რასიზმში დასდეს ბრალი.

ცნობების მიხედვით, სილვას ამ მიზეზით, სოციალური მედიის გვერდიც გააუქმეს, სადაც მას 3.2 მილიონი "Follower-ი" ჰყავდა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ინციდენტის გამოძიება ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ უკვე დაიწყო და ბერნარდოს შესაძლოა 5 მატჩის განმავლობაში აეკრძალოს ასპარეზობა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით