"იუვენტუსი" ვილიანს აკვირდება !

24-09-2019, 01:34

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ტურინის "იუვენტუსის" სატრანსფერო რადარზე, ახალი მოთამაშე გამოჩნდა.

გავრცელებულ ინფორმაციის თანახმად, იტალიელი მთავარი მწვრთნელს, მაურისიო სარს, მისი ყოფილი ფეხბურთელის, ბრაზილიელი თავდამსხმელის, ვილიან სილვას გადაბირების სურვილი გაუჩნდა.

ცნობების მიხედვით, ვილიანს ლონდონის "ჩელსისთან" გაფორმებული კონტრაქტი, მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და "იუვენტუსის" მთავარი მიზანი, 31 წლის შემტევის უფასო ტრანსფერი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის შეძენით ამასთან ერთად, მილანის "ინტერია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით