"მილანი" სერჟ ორიეს ტრანსფერით დაინტერესდა !

24-09-2019, 01:41

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, იტალიური "მილანი", ლონდონის "ტოტენჰემის" კოტ-დ'ვუარელი მარჯვენა მცველის, სერჟ ორიეს ტრანსფერით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "როსონერი" 26 წლის ფეხბურთელის გადაბირებასა და ამით დაცვის ხაზის გაუმჯობესებას, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეეცდება.

ცნობების მიხედვით, "ტოტენჰემი" ორიეს მხოლოდ 35 მილიონი გირვანქას მიღების შემთხვევაში გაასხვისებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის შეძენა ამასთან ერთად, ტურინის "იუვენტუსს" სურს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით