"პსჟ-ს" ემრე ჩანის შეძენა სურს

24-09-2019, 01:44

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენი", ტურინის "იუვენტუსის" გერმანელი ნახევარმცველის, ემრე ჩანის გადაბირებას უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 25 წლის ფეხბურთელმა გუნდის შეცვლა მას შემდეგ მოინდომა რაც მაურისიო სარიმ ის ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ შეიყვანა.

ცნობების მიხედვით, "პსჟ" ჩანის შეძენას, იანვრის სატრანსფერო ფანჯარაში შეეცდება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 25 მილიონ ევროს შეადგენს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით