ერიკ აბიდალმა პიკეს შემცვლელს მიაგნო !

24-09-2019, 01:49

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონას" ფრანგმა სპორტულმა დირექტორმა, ერიკ აბიდალმა, ჟერარდ პიკეს შემცვლელას მიაგნო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, "ბლაუგრანა", იტალიური "ნაპოლიდან" სენეგალელი ცენტრალური მცველის, კალიდუ კულიბალის შეძენას შეეცდება.

ცნობების მიხედვით, 28 წლის ფეხბურთელის გადაბირება კატალონიურ გრანდს, მინიმუმ 90 მილიონი ევრო დაუჯდება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის ყიდვით ამასთან ერთად, ტურინის "იუვენტუსია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით