კლოპი: "ჩემი მიღწევები გუნდის შედეგებით იზომება"

24-09-2019, 12:53

ფიფას ვერსიით, "ლივერპულის" დამრიგებელი იურგენ კლოპი წლის საუკეთესო მწრთვნელად დასახელდა.

აღნიშნული პრიზის მიღების შემდეგ კლოპიმ კომენტარი გააკეთა.

"უპირველესად, მინდა მადლობა გადავუხადო ოჯახს, რომელიც ყოველთვის გვერდში მიდგას".

"არასდროს იცი, რა შეიძლება მოხდეს ფეხბურთში. ჩემმა კოლეგებმაც დიდი სამუშაო გასწიეს გასულ სეზონში, ამიტომ ისინიც თბილ სიტყვებს იმსახურებენ".

"განსაკუთრებული მადლობა ჩემს არაჩვეულებრივ, განუმეორებელ "ლივერპულს", რომელიც არ შეიძლება, არ გიყვარდეს".

"ჩემი სამწვრთნელო მიღწევები იმით იზომება, რამდენად კარგი გუნდი მყავს. მართლაც მეამაყება ასეთი არაჩვეულებრივი გუნდის მწვრთნელობა", - განაცხადა სპეციალიტმა დაჯილდოების ცერემონიაზე.

შეგახსენებთ, იურგენმა "ლივერპულს" გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით