"რეალი" "მან სიტის" შემტევით დაინტერესდა

24-09-2019, 21:00

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მადრიდის "რეალი", "მანჩესტერ სიტის" ინგლისელი შემტევის შეძენით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "სამეფო კლუბი" "ქალაქელთა" რიგებიდან, რაჰიმ სტერლინგის დამატებას ეცდება.

როგორც ცნობილია, ესპანური გრანდი უკვე ესაუბრა, სტერლინგის აგენტს შესაძლო ტრანსფერის შესახებ.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თავად ინგლისელიც არაა წინააღმდეგი "რეალში" გადაბარგების.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ რაჰიმ სტერლინგის ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 120 მილიონი ევროა.





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით