პირლომ სერია ა-ს ფავორიტი დაასახელა

24-09-2019, 20:33

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანდრე პირლომ მედიის წარმომადგენლებთან სერია ა-ს მიმდინარე სეზონის შესაებ ისაუბრა.

"სერია ა-ს წლევანდელი სეზონი უფრო დაბალანსებულია, რადგან "ინტერი" გაძლიერდა და სკუდეტოსათვის ბრძოლაში ჩაერთო".

"ზაფხულში "იუვენტუსშიც" დიდი ცვლილებები მოხდა და ახლა გუნდმა ადაპტაცია რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიაროს. მიუხედავად ამისა, სერია ა-ს მთავარი ფავორიტი კვლავ ტურინული კლუბია", - განაცხადა პირლომ.

შეგახსენებთ, რომ ანდრე პირლომ კარიერა 1995 წელს დაიწყო და 2017 წელს დაასრულა. სხვადასხვა დროს, იგი "ინტერის", "მილანის" და "იუვენტუსის" ღირსებას იცავდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით