უეფამ მორიგ კონგრესზე სხვადასხვა საკითხებზე იმსჯელა და მათ შორის, დაასახელა ევროტურნირების ფინალების მომავალი მასპინძლები.
ცნობილია ჩემპიონთა ლიგის მომავალი სამი სეზონის მასპინძლები: სანქტ-პეტერბურგი, მიუნხენი და ლონდონი.
2021 წლის ევროპის სუპერთასი - ბელფასტი (ჩრდ. ირლანდია)
2021 წლის ევროპა ლიგის ფინალი - სევილია (ესპანეთი)
2023 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი - ლონდონი (ინგლისი)
2022 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი - მიუნხენი (გერმანია)
2021 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი - სანქტ-პეტერბურგი (რუსეთი)
ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი ფუტსალში - ამსტერდამი და გრონინგენი (ჰოლანდია)
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალს სტამბოლი, ხოლო ევროპა ლიგის გადამწყვეტ შეხვედრას გდანსკი უმასპინძლებს.