დე ლიხტი "იუვენტუსში" გადასვლას არ ნანობს

24-09-2019, 22:50

ტურინის "იუვენტუსის" ახალწვეულმა, მატიას დე ლიხტმა მის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.

"ნელ-ნელა ვსწავლობ იტალიურს. როგორც ფეხბურთი, ასევე ენაც ძალიან განსხვავდება ჰოლანდიურისგან, რაც გარკვეულ სირთულეებს ქმნის."

"სასიამოვნოა, როდესაც წლის საუკეთესო თერთმეტეულში ხვდები, ასეთ ფეხბურთელებთან ერთად. ეს ჩემთვის მეტი მოტივაციის მომცემია."

"იღბლიანი ვარ, რომ მიწევს როგორც ვან დიკთან, ასევე რონალდოსთან ერთად მუშაობა. ჩემთვის შეუძლებელია მათ შორის რომელიმეს გამორჩევა."

"ტურინში ძალიან ბედნიერი ვარ აქ მოსვლის პირველივე დღიდან. იმედი მაქვს, გუნდთან ერთად წარმატებას მივაღწევ." - აცხადებს დე ლიხტი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით