"ლივერპულს" და ნიუ ბალანსს დავა აქვთ

24-09-2019, 22:56

მერსისაიდული "ლივერპული" შესაძლოა სერიოზულ ფინანსურ სკანდალში გაეხვეს.

მოგეხსენებათ, ინგლისური გრანდის ამჟამინდელი სპონსორი ამერიკული კომპანია ნიუ ბალანსია, რომელთანაც კონტრაქტი სეზონის დასრულების შემდგომ გადის. "წითლებს" კი ახალი კონტრაქტის გაფორმება არ სურთ.

როგორც ცნობილია, კონტრაქტის მიხედვით იმ შემთხვევაში, თუ ამერიკულ კომპანიას სურვილი ექნებოდა, ის უნდა გახანგრძლივებულიყო. მაგრამ, "ლივერპულის" ადვოკატების თქმით, მსგავსი პუნქტი კონტრაქტში არ ყოფილა.

როგორც მერსისაიდული კლუბის წარმომადგენელი აცხადებს, ნიუ ბალანსმა უკვე შეიტანა საჩივარი სასამართლოში და გუნდს შესაძლოა ფინანსური ჯარიმა დაეკისროს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით