მილანის ვარსკვლავმა კალაძის ფოტოზე უცნაური კომენტარი დაწერა

24-09-2019, 23:30

დერბი "დე ლა მადონინას" წინ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "მილანის" ლეგენდამ, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში "ინტერის" კარში გატანილი გოლი გაიხსენა.

"დღეს დიდი დღეა! გუშინდელი დღესავით მახსოვს 13 წლის წინ "სან სიროზე" ჩვენი შეხვედრა, როდესაც გოლი გავიტანე. იმედი მაქვს, დღესაც მსგავსად ემოციური მატჩი იქნება."

"მუდამ ბედნიერი ვიქნები იმის გამო, რომ "მილანის" ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში მომეცა თავის გამოჩენის შანსი." - წერს კახა ინსტაგრამზე.

ქართველ ლეგენდას ვეტერანი იტალიელი თავდამსხმელი, მარკო ბორიელი საკმაოდ უცნაურად გამოეხმაურა. მან პოსტზე ვეფხვის ე.წ. emoji დააკომენტარა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით