ჩემპიონთა ლიგის ფინალების სტადიონები ცნობილია

24-09-2019, 23:37

დღეს სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში UEFA-ს გენერალური ასამბლეა ჩატარდა, სადაც ჩემპიონთა ლიგის ფინალების მასპინძელი სტადიონები გახდა ცნობილი.

ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის გადამწყვეტი შეხვედრის მასპინძელი 2020/21 წლების სეზონში სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" არენა, "გაზპრომ არენა" იქნება.

2022 წელს ლიგის ფინალს მიუნხენის "ბაიერნის" სტადიონი, "ალიანს არენა" უმასპინძლებს. 2023 წელს კი ფინალი ლეგენდარულ "უემბლიზე" ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი თურქეთში, "ათათურქის" სტადიონზე გაიმართება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩაკვეტაძე: "გენტი" 25 მილიონად გამყიდის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით