"მანჩესტერის" შემოსავალმა ისტორიულ მაჩვენებელს უწია

24-09-2019, 23:43

მანჩესტერ "იუნაიტედის" შემოსავლებმა გასულ სეზონში ისტორიულ მაჩვენებელს უწია.

კლუბის ვიცე-პრეზიდენტის, ედ ვუდვორდის განცხადებით, "წითელმა ეშმაკებმა" გასულ სეზონში შემოსავლის სახით ჯამში 627.1 მილიონი ფუნტი მიიღეს.

ალბათ საინტერესოა, ამხელა თანხის მიღების მიუხედავად, რატომ არ დახარჯა კლუბმა სატრანსფერო ფანჯრის დროს დიდი თანხები.

როგორც ვუდვორდი აცხადებს, ამჟამად მანჩესტერელთა მიზნები ძირითადად ახალგაზრდული აკადემიის გაძლიერებისკენ არის მიმართული და შესაბამისად, ნაკლებად ორიენტირებულია ტრანსფერების განხორციელებაზე.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით