"იუნაიტედმა" ოლე გუნარ სოლსკიაერის შემცვლელი მონახა !

25-09-2019, 01:32

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედმა", ნორვეგიელი სპეციალისტის, ოლე გუნარ სოლსკიაერის შემცვლელს მიაგნო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისური გრანდის წარმომადგენლები ამჟამად, ტურინის "იუვენტუსის" ყოფილ თავკაცთან, მასიმილიანო ალეგრისთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

ცნობების მიხედვით, მხარეები საბოლოო შეთანხმების მისაღწევად ერთმანეთს, მომავალი 2 კვირის განმავლობაში შეხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული გუნდი პრემიერ ლიგის ცხრილში, ჯერ-ჯერობით მე-8 ადგილს იკავებს 8 ქულით.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ზაზა ფაჩულიასა და ნიკოლოზ ბასილაშვილის თბილი შეხვედრა და ზაზას განცხადება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით