მადრიდის "რეალმა" კილიან მბაპეს ალტერნატივას მიაგნო !

25-09-2019, 01:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "რეალმა", ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ვარსკვლავის, კილიან მბაპეს ალტერნატივა მონახა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანური გრანდის სატრანსფერო ბაზარზე, ბოლო პერიოდის განმავლობაში, "მანჩესტერ სიტის" ინგლისელი თავდამსხმელი, რაჰიმ სტერლინგი გამოჩნდა.

ცნობების მიხედვით, 24 წლის შემტევის გასხვისების სანაცვლოდ, "სიტი" 125 მილიონი გირვანქას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა მოთამაშემ, მიმდინარე სეზონის პრემიერ ლიგაში უკვე მოახერხა 5 გოლის გატანა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით