"არსენალი" იანვრის სატრანსფერო ბაზარზე არ იაქტიურებს

25-09-2019, 01:43

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "არსენალმა" მომავალი სატრანსფერო ფანჯრის დროს სამოქმედო გეგმა, უკვე გაწერა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უნაი ემერის ხელმძღვანელობის გუნდი, მიუხედავად შემადგენლობაში არსებული არაერთი ხვრელისა, ბაზარზე აქტიურობას არ აპირებს.

ცნობების მიხედვით, ესპანელ სპეციალისტს სურს ფეხბურთელებს ერთმანეთთან შეჩვევისთვის უფრო მეტი დრო მისცეს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა გრანდმა, ზაფხულის დროს, 70 მილიონი გირვანქას სანაცვლოდ, ფრანგული "ლილიდან", კოტ'დ-ვუარელი თავდამსხმელი, ნიკოლას პეპე შეიძინა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით