ფერნანდინიო: "მცველის პოზიციაზე თამაში ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს"

25-09-2019, 01:47

"მანჩესტერ სიტის" ბრაზილიელი ჩამშლელი ნახევარმცველი, ფერნანდინიო, გუნდში მის ახალ როლზე საუბრობს:

"ნებისმიერი ფეხბურთელისთვის უმთავრესი სათამაშო დროის მიღებაა და გამონაკლისი არც მე ვარ, ამიტომაც თუ კლუბს დასჭირდება, არც ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაში იქნება პრობლემა."

"იმედი მაქვს ჯონ სტოუნსი და ემერიკ ლაპორტი მალე გამოკეთდებიან, რადგანაც მათ გარეშე ძალიან გაგვიჭირდება."

შეგახსენებთ, რომ "ქალაქელებს" შემადგენლობაში, ნიკოლას ოტამენდის სახით, ამჟამად მხოლოდ 1 ჯანმრთელი მცველი ჰყავთ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით