ჯეიმი კარაგერი: "ვირჯილ ვან დეიკი ამ ჯილდოს მესიზე მეტად იმსახურებდა"

25-09-2019, 12:35

მერსესაიდული "ლივერპულის" ყოფილი ინგლისელი ცენტრალური მცველი, ჯეიმი კარაგერი, "FIFA-ს" წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე საუბრობს:

"რატომ დაიმსახურა ვირჯილ ვან დეიკმა ეს ტიტული ? მან მისთვის უნიკალური სეზონი ჩაატარა, ჩემპიონთა ლიგის თასი მოიპოვა და პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშე გახდა."

"დიახ, ლიონელ მესიმ ჩვეული არანორმალური სტანდარტებით იასპარეზა, თუმცა არგენტინელს მისთვის განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია."

შეგახსენებთ, რომ ვან დეიკი 1 თვის წინ, "UEFA-მ" ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით