ჰიონესი: "თუ ნოიერი ადგილს დაკარგავს, "ბაიერნის" ფეხბურთელები ნაკრებში არ ითამაშებენ"

25-09-2019, 22:28

მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა საკმაოდ სკანდალური განცხადება გააკეთა.

"ჩვენ არასდროს შევეგუებით მანუელ ნოიერის გერმანიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაკარგვას."

"იმ შემთხვევაში, თუ მანუ ნაკრების პირველი ნომერი აღარ იქნება, მაშინ "ბაიერნის" არცერთი ფეხბურთელი აღარ ითამაშებს ეროვნულ გუნდში." - აცხადებს ჰიონესი.

როგორც თავად "ბუნდესნაკრებში" აცხადებენ, ამ "მუქარის" მათ არ ეშინიათ, რადგან, FIFA-ს წესებით ყველა კლუბი ვალდებულია რომ ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებში გაუშვას.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდში პირველი ადგილით გავიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით