ბარძალი "იუვენტუსში" დაბრუნდა

25-09-2019, 22:33

ტურინის "იუვენტუსის" ლეგენდარული ცენტრალური მცველი, ანდრეა ბარძალი კლუბში დაბრუნდა.

იტალიური გრანდის ოფიციალური საიტის ცნობით, ვეტერანი ფეხბურთელი მაურისიო სარის სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა და იგი მთავარ მწვრთნელს დაეხმარება.

როგორც ცნობილია, 38 წლის ყოფილი ფეხბურთელი სამუშაოს უკვე ხვალიდან შეუდგება.

შეგახსენებთ, რომ ბარძალი "იუვენტუსის" რიგებში 2011-19 წლებში ასპარეზობდა და გასული სეზონის დასრულების შემდგომ მან კარიერა დაასრულა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით