რანიერი ფრანგულ კლუბს ჩაიბარებს?

25-09-2019, 21:37

როგორც გავლენიანი იტალიური გამოცემა Calciomercato იტყობინება, იტალიელმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ, შესაძლოა, ფრანგული სენტ-ეტიენი ჩაიბაროს.

სენტ-ეტიენმა ლიგა 1-ის მიმდინარე გათამაშება ცუდად დაიწყო. ფრანგული გუნდი ლიგა 1-ში გამართული 6 ტურის შემდეგ 5 ქულით მე-18 ადგილს იკავებს, რაც, ცხადია, ამ გუნდისთვის ცუდი შედეგია. სწორედ ამიტომ არ არის გამორიცხული გუნდმა მთავარი მწვრთნელი, გისლან პრინტანი გაათავისუფლოს.

კლაუდიო რანიერის ლიგა 1-ში მუშაობის გამოცდილება აქვს. ის სხვადასხვა დროს მონაკოსა და ნანტის მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით