დე იონგი: "თუ არ იქნებოდა "ბარსელონა" ამ გუნდებში ვითამაშებდი"

25-09-2019, 22:48

"ბარსელონას" ახალწვეულმა, ფრენკი დე იონგიმ მედიის წარმომადგენლებთან კატალონიური გრანდის ალტერნატივები განიხილა. 

"ბარსელონაში" რომ არ გადმოვსულიყავი, ან "პარი სენ-ჟერმენში" ვითამაშებდი, ან - სიტიში".

"არ იქნება სწორი, თუ ვიტყვით, რომ მთავარი მოტივაცია ფული იყო. ფული ჩემთვის ყოველთვის მეორეხარისხოვანი იყო და მასზე არცერთ შეხვედრაზე არ მისაუბრია. ეს ჩემი აგენტის საქმე იყო".

"ბარსელონა" იმიტომ ავირჩიე, რომ ამ გუნდისგან სიყვარული დავინახე. პირველად, როდესაც ჩემს ცხოვრებაში ბარსელონას სახელი გაჟღერდა, 2018 წელი იყო. ჩემმა აგენტმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემით ბარსელონა ინტერესდებოდა. იმ მომენტში სიამაყის განცდა დამეუფლა",- განაცხადა ჰოლანდიელმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით