"მილანმა" ზაფხულში ტემი აბრაჰამზე უარი თქვა !

25-09-2019, 22:51

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, იტალიურმა "მილანმა", ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, დაშვებული შეცდომების სიას, კიდევ ერთი არასწორი გადაწყვეტილება შემატა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უელსური "სუონსიდან" 1 წლიანი იჯარის გავლის შემდეგ დაბრუნებული ტემი აბრაჰამი, "ჩელსიმ" პირველ რიგში "როსონერის" შესთავაზა.

ცნობების მიხედვით, სერია ა-ს გრანდმა 21 წლის შემტევი, გამოცდილების ნაკლებობის გამო დაიწუნა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულ ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონის პრემიერ ლიგაში უკვე მოახერხა 7 გოლის გატანა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით