ცნობილია: ვინ იბრძოლებს ივან რაკიტიჩის ტრანსფერისთვის ?!

25-09-2019, 22:56

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონას" ხორვატი ნახევარმცველი, ივან რაკიტიჩი, 2 ევროპული გრანდის სატრანსფერო რადარზე გამოჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 31 წლის ფეხბურთელის გადაბირება ამჟამად ყველაზე მეტად, ტურინის "იუვენტუსსა" და ფრანგულ "პარი სენ-ჟერმენს" სურთ.

ცნობების მიხედვით, "ბლაუგრანა" რაკიტიჩის გასხვისებას მხოლოდ 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა ფეხბურთელმა ჯერ-ჯერობით მიმდინარე სეზონის მხოლოდ 1 დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით