ლუის სუარესს "კამპ ნოუზე" უშტვინეს !

25-09-2019, 23:09

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონას" გულშემტკივრებმა გასულ სეზონში დამკვიდრებული მოთამაშეების სტვენის ტრადიცია, წელსაც განაგრძეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაყურებელთა მცირე ნაწილის "რისხვა" ამ შემთხვევაში "ვილიარეალთან" გამართულ შეხვედრაში, ურუგვაელ თავდამსხმელს, ლუის სუარესს დაატყდა, რომელიც მატჩის 77-ე წუთზე გამოცვალეს.

ცნობების მიხედვით, ამის გამო უკმაყოფილება სუარესმა ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ, გასახდელშიც გამოხატა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, "ბლაუგრანას" გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 2:1.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით