რა თქვა ლიონელ მესიმ "ვილიარელთან" მატჩში შეცვლამდე ?!

26-09-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელ ვარსკვლავს, ლიონელ მესის, "ვილიარეალთან" გამართულ შეხვედრაში მიღებული დაზიანების დროს საკმაოდ მძაფრი რეაქცია ჰქონია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 32 წლის თავდამსხმელმა კატალონიური გრანდის ექიმებს ასეთი რამ უთხრა: "არა, არა, ახლა ტრავმა არ უნდა მივიღო, გუნდს მომავალ მატჩებში ვჭირდები, უმჯობესი იქნება თუ ახლა მოედანს დავტოვებ."

ცნობების მიხედვით, მესი ამ მცირე ტრავმის გამო მომდევნო ორთაბრძოლა შესაძლოა მაინც გამოტოვოს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება "ბლაუგრანას" გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 2:1.





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით