ალისონ ბეკერი: "ტრავმიდან დაბრუნებას ნელ-ნელა ვუახლოვდები"

26-09-2019, 12:35

მერსესაიდული "ლივერპულის" ბრაზილიელი გოლკიპერი, ალისონ ბეკერი, ტრავმიდან დაბრუნებაზე საუბრობს:

"ვფიქრობ მოედანზე გამოსვლას ყოველდღე ვუახლოვდები, ინდივიდუალური ვარჯიშები უკვე დავიწყე და იმედი მაქვს, რომ მომავალი 2 კვირის განმავლობაში თამაშსაც შევძლებ."

"ახლა მთავარია ჩვეული ფიზიკური კონდიციები და თავდაჯერებულობა დავიბრუნო."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა ფეხბურთელმა დაზიანება, პრემიერ ლიგის საწყისს ტურში, "ნორვიჩის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მიიღო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით