ქვილითალიამ ბელგიის თასზე დუბლი შეასრულა

26-09-2019, 13:48

"გენტის" ქართველმა ფორვარდმა ბელგიის თასის   1/16 ფინალში "აალსტთან" დაპირისპირებაში შესანიშნავად ისაპარეზა და დუბლი გაიფორმა.

ქართველმა მე-9 და მე-60 წუთებზე დუბლი გაიფორმა, შემდეგ კი შედეგიანი პასიც გააკეთა.

საბოლოოდ "გენტმა" 4:0 იმარჯვა და მერვედფინალში გავიდა.

აღსანიშნავია, რომ 25 წლის შემტევმა მიმდინარე სეზონში პირველი გოლები მიითვალა.

გიორგი ჩაკვეტაძე კი ცხადია განაცხადში არ ყოფილა, რადგან ჯერაც სარეაბილიტაციო კურსს გადის.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით