ვილიანის დამატებით იტალიური გრანდი დაინტერესდა

26-09-2019, 15:30

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლონდონის "ჩელსის" ბრაზილიელი შემტევის დამატებით, სერია ა-ს გრანდი დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმააციის თანახმად, ტურინის "იუვენტუსი" მომავალი წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურად ეცდება, "არისტოკრატთა" რიგებიდან, ვილიანი გადმოიბირონ.

როგორც ცნობილია,  იტალიურ გრანდს სურს, რომ ფეხბურთელი უფასოდ აიყვანოს, რადგან ბრაზილიელს ხელშეკრულბა კლუბთან ზაფხულის დასაწყისში ეწურება.

უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტიც, რომ ფეხბურთელის დამატებით, პირადად ტურინელთა თავკაცს, მაურისიო სარის სურს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსები აბობოქრდნენ: "ბასილაშვილმა ჩვენს სპორტსმენთან ეს ამიტომ გააკეთა"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით