ზიდანი: "ლა ლიგის ლიდერობა არაფერს ნიშნავს"

26-09-2019, 18:58

გუშინ ლა ლიგის მე-6 ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მადრიდის "რეალმა" პამპლონას "ოსასუნას" უმასპინძლა და ანგარიშით 2:0 სძლია.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენცაიზე "სამეფო კლუბის" დამრიგებელმა, ზინედინ ზიდანმა ლა ლიგაში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

"ჩვენ ლიდერები ვართ, თუმცა, ეს არაფერს ნიშნავს. მთავარია, რომ აღებული ტემპი შევინარჩუნოთ და მოვიპოვოთ ქულები."

"გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგაზე ცუდი სტარტი უნდა გამოვასწოროთ. ვიცით, რომ ეს ადვილი არ იქნება, თუმცა, ჩვენ ყველა ტურნირზე მაქსიმუმისთვის ვიბრძოლებთ." - აცხადებს ზიდანი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ზლატანის დანაშაულისთვის შვედეთი-საქართველოს მატჩი გაუქმდება?

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით