ფედერაციამ "ბარსელონა" 300 ევროთი დააჯარიმა

26-09-2019, 19:01

რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მადრიდის "ატლეტიკომ" ანტუან გრიზმანის ტრანსფერისთვის კატალონიის "ბარსელონას" უჩივლა.

მიზეზი კატალონიური გრანდის მიერ დედაქალაქელთა გვერდის ავლით გრიზმანთან კონტაქტი გახლდათ. "როხიბლანკო" ფრანგი ფორვარდის ახალი კლუბის დასჯას ითხოვდა.

აღნიშნულ საქმეზე ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვეტილება მიიღო. "ბარსელონა" არც მეტი არც ნაკლები 300 ევროთი იქნა დაჯარიმებული.

შეგახსენებთ, რომ "ბლაუგრანამ" გრიზმანის სანაცვლოდ გამოსასყიდი თანხა, 107 მილიონი ევრო გადაიხადა. "ატლეტიკო" კი მის სანაცვლოდ 200 მილიონ ევროს ითხოვდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ქინქლაძე მას არც უნდა შეადარო! ის საუკეთესო იყო"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით