სან-სიროს დემონტაჟი ოფიციალურად გადაწყდა

26-09-2019, 19:04

იტალიური ფეხბურთის გრანდებს, "მილანსა" და "ინტერს" უახლოეს მომავალში ახალი სტადიონი ექნებათ.

დღეს "როსონერის" პრეზიდენტმა, პაოლო სკარონიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბები ახალი სტადიონის აშენებაზე შეთანხმდნენ.

სკარონის ცნობით, ორივე გუნდი ერთად 1.2 მილიარდ ევროს ჩადებს. ახალი სტადიონის ტევადობა კი 80'000 ადამიანი იქნება.

შეგახსენებთ, რომ "მილანის" ყოფილი სტადიონი, "სან-სირო", იგივე "ჯუზეპე მეაცა" 1926 წელს აშენდა. 1947 წლიდან კი ის "ინტერის" სტადიონიცაა. მისი დემონტაჟი ახალი სტადიონის დასრულების შემდგომ დაიწყება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით