ვენგერი: "მანჩესტერის გაწვრთნა ყველას ოცნებაა"

26-09-2019, 19:08

ლონდონის "არსენალის" ლეგენდარულმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

"მანჩესტერ იუნაიტედის გაწვრთნა ნებისმიერი სპეციალისტისთვის საოცნებოა. ეს ნამდვილი სამწვრთნელო მწვერვალია."

"ვფიქრობ, გუნდს სჭირდება თავდაჯერებული და გამოცდილი მწვრთნელი. ამ შემადგენლობით ძლიერი მწვრთნელი ნამდვილ ანგარიშგასაწევ გუნდს შექმნიდა."

"როგორც უკვე გითხარით "მანჩესტერი" ოცნების სამუშაოა. მე კი ნამდვილად მაქვს თავდაჯერებულობა და გამბედაობა." - აცხადებს ვენგერი.

შეგახსენებთ, რომ ფრანგმა სპეციალისტმა "მეთოფეთა" რიგები 2018 წელს დატოვა და მას შემდეგ უკლუბოდაა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდში პირველი ადგილით გავიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით