ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემა AS-მა გასული ათწლეულის საუკეთესო შემადგენლობა დაასახელა.
შემადგენლობა ძირითადად მადრიდის "რეალისა" და კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. თუმცა, მათ შორის "პსჟს" ახალგაზრდა ლიდერი, კილიან მბაპეც "გაერია".
სულ გასული დეკადის საუკეთესო თერთმეტეული შემდეგნაირად გამოიყურება:
კასილასი; მარსელო, პიკე, რამოსი, დანი ალვეში; მოდრიჩი, ხავი, ინიესტა; მესი, რონალდო, მბაპე.
-
|
-
|